LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერის და მერის მოადგილეებისთვის ხელფასი გაზრდილია, სადღაც, 1 000 ლარიდან – მამუკა წოწერია

140
მამუკა წოწერია

ზუგდიდი საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

დოკუმენტის მიღება მოსახლეობას ახლადარჩეულმა მერმა, მამუკა წოწერიამ მიულოცა და აღნიშნა, რომ ახალი ბიუჯეტი 47 მილიონ 200 ათასი ლარით განისაზღვრა, მერისა და მერის მოადგილეებისთვის კი ხელფასები, სადღაც, 1 000 ლარიდან არის გაზრდილი:

“ბიუჯეტი გაიზარდა და განისაზღვრა 47 200 000 ლარით. ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ყველა პრიორიტეტი ადეკვატურად არის ფინანსურად უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება ხელფასებს – საჯარო სექტორში, როგორც მერიაში, ასევე საკრებულოში, კანონმდებლობის შესაბამისად, იზრდება ხელფასები და ეს არის მასტიმულირებელი ფუნქცია, რათა საჯარო სექტორი კონკურენტუნარიანი იყოს.

მერის და მერის მოადგილეებისთვის გაზრდილია ხელფასები სადღაც 1000 ლარიდან”, – განაცხადა წოწერიამ.

შეგახსენებთ, დღეს ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში ოპოზიციონერი დეპუტატები ძველი საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ “ქართულ ოცნებას” ამის საშუალებას არ მისცემენ.

თუმცა, პროტესტის მიუხედავად, ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ბიუჯეტი დაამტკიცა ზუგდიდის საკრებულომაც.

ვრცლად თემის შესახებ:

ენმ-ს დეპუტატმა ბათუმის საკრებულოს სხდომის ჩაშლის მიზნით მძაფრსუნიანი ნივთიერება დაღვარა

“გადი აქედან კორონას ნუ ავრცელებ… შენ თვითონ ხარ კორონა” – დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე

“სად წაიღე მიშასთან გადაღებული ფოტო?! შენ არ ხარ არჩეული მერი” – აქციის მონაწილეები ბათუმის მერს

ანა წითლიძე – “პოლიციამ თითიც მომატეხა, საღოლ ძმებო”

გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ამ სახელმწიფოს ნამდვილად არ უნახავს: ნიკა მელი

magti 5g